ტელ.: (+995 32) 2 14 56 01
ელ-ფოსტა: info@lsggeo.ge
ზოგადი და სპეციფიკური ხასიათის ელექტრო-ტექნიკური სამუშაოები

ზოგადი და სპეციფიკური ხასიათის ელექტრო-ტექნიკური სამუშაოები: შიდა და გარე ქსელები, სამეთვალყურეო და მონიტორინგის სისტემების მონტაჟი, გამართვა და გაშვება; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების პროექტირება და მონტაჟი. 

აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსი - შესრულებული პროექტები: მარტყოფის ბავშვთა სახლის ელექტრომომარაგებისა და შიდა ელექტრო და მექანიკური ქსელების მონტაჟი, ქ. თბილისის 215-ე საბავშვო ბაღში მექანიკური და ელექრო სისტემების მონტაჟი - 2012-2014.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - ფინანსური პოლიციის შენობაში (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2) გარე და შიდა ელექტრომომარაგების სამუშაოები - 2012.

შპს ,,ნიუ-ენერჯი" - სატუმბი და სადრენაჟე სადგურების ელ-მომარაგების სამუშაოები აჭარის რეგიონში, ანაკლიასა და ლამისყანაში - 2011-2012.

ჯი-არ-დი-სი ჯგუფი - მთავარი ოფისის სარემონტო სამუშაოები, აზბესტის შემცველი მასალებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი და გატანა ,,თბილისი-ცენტრალ"-ის ტერიტორიიდან (ქ. თბილისი, უზნაძის ქ. #12) - 2007-2008; მაღალი ძაბვის ქვესადგურის მონტაჟი ,,თბილისი-ცენტრალ"-ისთვის - 2009; ელექტროქსელისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი სქემების პროექტირება-მონტაჟი რკინიგზის სადგურისთვის ,,თბილისი-ცენტრალ"-ის შენობაში - 2008-2010; ხანძარსაწიინააღმდეგო სისტემების მონტაჟი - 2010.

ბი-პი საქართველო - სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი და მომსახურება - 2006 წლიდან მიმდინარე.

ბი-პი საქართველო და სპი-კაპაგ პეტროფაკი - სამეთვალყურეო და საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დერეფანში (ბანაკები, სატუმბი სადგურები); საცხოვრებელი ბანაკებისა და მოძრავი დაცვითი სადგურების ელექტრომომარაგების სქემების დამუშავება და მონტაჟი; SCADA (Supervisory Control and Acquisition of Data) ელემენტების მონტაჟი (ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შუალედური კონვერტერები) - 2003-2006.