ტელ.: (+995 32) 2 14 56 01
ელ-ფოსტა: info@lsggeo.ge
კომპანიის შესახებ

დაარსების დღიდანვე, ანუ 2003 წლიდან, შპს ,,სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ელ-ეს-ჯი"-ს ორიენტირი რთული და მრავალი საინჟინრო დისციპლინის მომცველი პროექტების შესრულება გახდა. შესაბამისად, ვასრულებთ კომპლექსურ საინჟირო-სამშენებლო სამუშაოებს, ვახორციელებთ პროექტების მართვას და გადავჭრით რთულ სისტემურ საინჟინრო და გარემოსდაცვით ამოცანებს.  

საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამშენებლო, ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება და მაღალი ტექნოლოგიების სისტემების დანერგვა-განვითარება. კომპანია უშუალოდ და სხვა კომპანიებთან პარტნიორობით ახორციელებს სხვადასხვა სირთულის კომპლექსურ პროექტებს, დაწყებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენიდან, დამთავრებული ელექტრო-მექანიკური სისტემების გამართვა-გაშვებითა და ე.წ. ,,გასაღების პრონციპით" შიდა სამუშაოების დასრულებით.

შპს ,,სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ელ-ეს-ჯი"-ს მიერ განხორციელებადი სამუშაოები ძირითადად მოიცავს შემდეგს:

1. ზოგადი და სპეციფიკური ხასიათის ელექტრო-ტექნიკური სამუშაოების პროექტირება, მართვა და განხორციელება:

  • შიდა/გარე ძალოვანი და განათების ქსელები;
  • საშუალო და დაბალი ძაბვის გამანაწილებელი კვანძები;
  • სამეთვალყურეო და სპეციალიზირებული მონიტორინგის სისტემები;
  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები.

2. მრავალდისციპლინარული სამშენებლო სამუშაოების მართვა და წარმოება უშუალოდ და პარტნიორებთან/ქვემოიჯარეებთან ერთად (სირთულიდან გამომდინარე):

  • საშუალო სიმაღლის რ/ბეტონის და ანაკრები კონსტრუქციები და შენობები;
  • ძველი შენოებბის, მათ შორის კულტურული ემმკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, როგორც კონსტრუქციული, ისე საინჟინრო თუ ესთეტიკური თვალსაზრისით;
  • შიდა და გარე მოსაპირკეთებელი და სარემონტო სამუშაოები (ლესვა, კერამიკული ფილებით შემოსვა, ღებვა, ტიხრების სისტემები, იატაკებისა და ჭერების მოპირკეთება);
  • გადახურვის და ფასადის სისტემების პროექტირება-მონტაჟი და კეთილმოწყობის სამუშაოები;
  • გათბობა-კონდიცირებისა და ვენტილაციის, ხანძარქრობის სისტემების პროექტირება და განხორციელება;
  • წყლის მიწოდების და გამწმენდი/სატუმბი მინი-სადგურების პროექტირება, მონტაჟი და გაშვება. 

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უსაფრთხოების, ხარისხის მართვის, ინოვაციისა და რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების დანერგვას როგორც უშუალოდ კომპანიის შიგნით, ისე დამკვეთებსა თუ პარტნიორებთან ურთიერთობით. შესაბამისად, ვნერგავთ ხარისხის მართვისა და უზრუნველყოფის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლებიც მორგებულია კონკრეტული დამკვეთებისა თუ პროექტების მოთხოვნებზე.